კონკურსი პროფესორ მიხეილ სვანიძის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის
სტიპენდიის მოსაპოვებლად სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
1.განცხადება;
2.CV;
3.აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი სასწავლო ბარათიდან GPA-ის მითითებით);
4. ნაშრომი – რომელიც, სტუდენტის აზრით, საუკეთესოდ წარმოაჩენს მის კვლევით უნარებს (სასურველია, ახლო აღმოსავლეთის ისტორიის შესწავლის სფეროდან);
5. სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
6. უნივერსიტეტის გაცვლით და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
საბუთების მიიღება 2023 წლის 1 მარტიდან 9 მარტის არაუგვიანეს 17:00 საათისა თსუ I კორპუსის 208 ოთახში. საკონტაქტო პირი: სოფიკო ძნელაძე (sopiko.dzneladze@tsu.ge)
დამატებითი ინფორმაცია მიხეილ სვანიძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის შესახებ იხ. რექტორის ბრძანებაში.